ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

წერილები საქართველოდან, 1876-1885

მთარგმნელიმზია გალდავაძე
გამოცემის წელი2021
გამომცემლობაარტანუჯი

ბერტა ფონ ზუტნერი (1843-1914), მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, 1876-1885 წლებში მეუღლესთან, არტურ ფონ ზუტნერთან ერთად, საქართველოში ცხოვრობდა. წინამდებარე კრებულში თავმოყრილია სწორედ დროის ამ მონაკვეთში დაწერილი და გამოქვეყნებული წერილები, რომლებსაც ბერტა და მისი მეუღლე გერმანულ და ავსტრიულ პერიოდულ გამოცემებში საქართველოდან აგზავნიდნენ. „წერილები საქართველოდან“ მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ამ ეპოქით დაინტერესებული ყველა იმ მკვლევრისა თუ მკითხველისთვის, რომელიც ძალიან საინტერესო და მდიდარ მასალას აღმოაჩენს XIX საუკუნის მიწურულის საქართველოს ეთნოგრაფიის, იმდროინდელი პოლიტიკური და კულტურული მოვლენების, გამორჩეული ადამიანების შესახებ.