საქვეყნოდ სახელგანთქმული უდიდესი მეცნიერის ლუი პასტერის ცხოვრება გამანადგურებელ ეპიდემიებთან კაცობრიობის ბრძოლის ისტორიის ამსახველი წარმტაცი რომანის ერთ-ერთი დრამატული ფურცელია. მოკრძალებული ფრანგი ქიმიკოსი დაძაბული შრომისა და მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის შედეგად გახდა მეცნიერი, საფრანგეთის, მსოფლიო მეცნიერების დიდება მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ფუძემდებელი. მოთხრობა პასტერის ცხოვრებაზე ესაა ამავე დროს წარმტაცი თხრობა მეცნიერებისათვის თავგანწირვაზე, მიზანსწრაფულობაზე მიზნის მიღწევისადმი დაუოკებელ ლტოლვაზე.