ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მამაჩემი, კარგი სტალინი

მთარგმნელიანზორ აბჟანდაძე
გამოცემის წელი2018
გამომცემლობაინტელექტი

ვიქტორ ეროფეევის ავტობიოგრაფიული რომანი „მამაჩემი. კარგი სტალინი“ – ესაა დიქტატორის ხელქვეითის შვილის თვალით დანახული სტალინი, საბჭოთა კავშირი და დასავლური სამყარო. მწერალმა რომანი მიუძღვნა მამას, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ხალხთა ბელადის ჩრდილქვეშ გაატარა. სამშობლო რუსეთი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, დიპლომატი მამა, ცხოვრება იმდროინდელ საფრანგეთში, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა საბჭოთა სისტემის სიამენი და „კარგი“ სტალინი. დაბრუნება სამშობლოში, უფრო ახლოს ავტორიტარიზმთან და დიდი აფეთქება – ბრძოლა ცენზურის წინააღმდეგ.