სახელმძღვანელოში განხილულია სატყეო ფიტოპათოლოგიის საგანი და ამოცანები, განვითარების მოკლე ისტორია, მცენარეთა დაავადებების გამომწვევი ორგანიზმები, მცენარეთა იმუნიტეტი პარაზიტული დაავადებების მიმართ, ეპიფიტოტია და მისი წარმოშობის მიზეზები, სატყეო პათოლოგიური მონიტორინგი და მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები. აღწერილია ტყის მერქნიან მცენარეთა ძირითადი დაავადებები, მათი სიმპტომები, გამომწვევი ორგანიზმების ბიოლოგიური თავისებურებანი და რეკომენდებულია მათთან ბრძოლის ღონისძიებები.