მონოგრაფიაში შესწავლილია მასდარის წარმოების თავისებურებები აწმყოს ფუძის ისტორიასთან დაკავშირებით. განხილულია ძველ ქართულში პრეფიქს-სუფიქსური წარმოების მოშლისა და ოდენსუფიქსური წარმოების გაბატონების პროცესი. გამოვლენილია მასდარის საერთო მაწარმოებლები ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებში.