ნაშრომი ეხება პრობლემის მეთოდურ- პრაქტიკულ საკითხებს. დახასიათებულია ეთნიკური (ხალხური) კულტურის ქმნადობისა და განვითარების თავისებურებანი და ხალხური ტრადიციების სტაბილურ-დინამიკური დიალექტიკური ხასიათი, ახსნილია ეთნიკურ-ეროვნულ კულტურათა ურთიერთობისა და ურთიერთგამდიდრების თავისებურებანი. საგანგებო ადგილი ეთმობა ეთნიკური ტრადიციებისადმი თანამედროვე მეცნიერული და პრაქტიკული დამოკიდებულების საკითხებს, დახასიათებულია ტრადიციების სოციალური გაზომვის ხერხები, რაც უკავშირდება სასარგებლო ეთნიკურ-ეროვნული ტრადიციების მოვლა-შენახვისა და შემდგომი განვითარების, მეორე მხრივ, დრომოჭმული და სახეცვლილი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ ბრძოლის
პრაქტიკულ საკითხებს.