,,მაშ ასე: გავუდგეთ გზას. მოგზაურობას ვიწყებთ თბილისში, ლენინის მოედნიდან. მივყვებით კეცხოველის ქუჩას აი, გვერდი ავუარეთ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს და ჩვენს თვალწინ წამოიმართ თლილი ქვით ნაგები, რესპუბლიკური ბიბლიოთეკა წიგნების ქალაქი-სახელმწიფო. აქაური მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ მეტია – 8 მილიონი. როდის შეიქმნა ეს ბიბლიოთეკა? როგორაა იგი მოწყობილი? როგორ მოვძებნოთ და წავიკითხოთ ის წიგნი, რომელიც შეიძლება მსოფლიოში სხვაგან ვერც კი ვნახოთ? ხომ გინდა იცოდეთ ყველაფერი ეს? მაშ, ყურადღებით მოგვისმინე!".