წარმოდგენილ ნაშრომში ფართოდაა გაშუქებული თანამედროვე მეცნიერების უახლესი მიღწევები და წარმოების მოწინავე გამოცდილების შედეგები, სადაც დეტალურად განხილულია სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების და სუბტროპიკულ სამკურნალო მცენარეთა სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა, ბოტანიკურ-მორფოლოგიური დახასიათება, აგრობიოლოგიური და აგროეკოლოგიური თავისებურებანი, ნიადაგის მოვლისა და ყინვებისაგან დაცვის ღონისძიებები, სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების სახეობების, ჯიშების, ფორმებისა და კლონების დახასიათება, სადედე ბაღების ინტენსიური ტექნოლოგია, სანერგე მეურნეობის ორგანიზაცია, სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების თანამედროვე მდგომარეობა, განვითარების პერსპექტივები და პროგნოზირება.