წინამდებარე ნაშრომში მოცემულია რუსი მოაზროვნის, ნიკოლოზ ონუფრეს ძე ლოსკის (1870-1965) ინტუიტივისტური თეორიის კრიტიკული ანალიზი. განხილულია მისი გნოსეოლოგიის ძირითადი დებულებები და წარმოჩენილია ის სიძნელეები, რომელიც ლოსკის, როგორც სისტემური მოაზროვნის, წინაშე იდგა შემეცნების საკითხების კვლევისას. ნაშრომში ახლებურადაა წარმოჩენილი ლოსკის მოძღვრების მნიშვნელობა შემეცნების თეორიაში.