ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე რუსეთ-იაპონიის და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. 1914 წელს მიენიჭა გენერალ ლეიტენანტობა და დაინიშნა არმიის შტაბის უფროსად. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, სამხედრო მინისტრის მოადგილე, სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, სამხედრო კომისიის თავმჯდომარე, პარიზის კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი. 1921 წლიდან გარდაცვალებამდე იმყოფებოდა ემიგრაციაში.