კრებული განკუთვნილია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ღირსება, სამართლიანობა, კაცთმოყვარეობა, პატრიოტიზმი და დემოკრატია. „ვეცადეთ, მკითხველისათვის შეგვეთავაზებინა დროთა განმავლობაში ცვლადი და მრავალფეროვანი სურათი ქართულ აზროვნებაში თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის შესახებ“, ნათქვამია პუბლიკაციის შესავალში. ავტორებს შორის არიან სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები, განსხვავებული სქესის, ასაკის, სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური სტატუსის მქონე ადამიანები. ავტორების შეხედულებები და გამოხატვის ფორმები მრავალფეროვანია.