პროფ. ლევან სანიკიძის წინამდებარე გამოკვლევა „რომის გვიანდელი რესპუბლიკა“, ეხება რომის ისტორიის საინტერესო პერიოდს, რომისა და აღმოსავლეთის ურთიერთობას, იმას, თუ რა გავლენა იქონია აღმოსავლეთთან ურთიერთობამ რომის სოციალ-ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ძვ წ. III-I საუკუნეების რომის სახელმწიფოში მონათმფლობელური სისტემის აყვავებას ოლიგარქიულ-რესპუბლიკური სისტემის კრიზისი ღა დაცემა მოჰყვა. ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რა როლი შეასრულა რესპუბლიკური სისტემის რღვევაში და იმპერიის წარმოშობაში აღმოსავლეთთან (განსაკუთრებით ელინისტურ და ამიერკავკასიის ქვეყნებთან) ურთიერთობამ.