ციფრული ბიბლიოთეკა

ქართულის სიტყვიერების ისტორია: (მეცხრამეტე საუკუნე)

გამოცემის წელი1917
გამომცემლობა

ეს წიგნი გაგრძელებაა „ქართულის სიტყვიერების ისტორიისა“, რომელიც დაიბეჭდა 1904 წელს. შემდგენელმა იხელმძღვანელა თავისავე რუსულს ენაზედ დაწერილის წიგნით მეცხრამეტე საუკუნის მწერლობის განსახილველად, რა თქმა უნდა, დასWირდა ზოგან შეცვლა, ზოგან შემოკლება რუსულად გამოცემულს მის შრომას, რადგან სხვა მიზნით დაიწერა ეს წიგნი და სხვა დანიშნულებას ემსახურება იგი. მე–XIX ს. მწერლობის განხილვა მოგვანდო „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” იმ აზრით, რომ მოსწავლე თაობისათვის გაგვეადვილებინა ახალის დროის ლიტერატურის მოძრაობის გაცნობა, რამდენადაც იგი გამოიხატა უმთავრესათ მწერალთა ნაწარმოებში. რაკი ჩვენს წიგნს სახელმძღვანელოს ხასიათი მივეცით, ამიტომ შევამოკლეთ და ადგილ-ადგილ სრულიად გავდევნეთ საპუბლიცისტო ნაწილი, რომელიც მოიპოვება ჩვენს რუსულს გამოცემაში.

ა. ხახანაშვილი.