მოლა ნასრედინი შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ფოლკლორული პერსონაჟია, უამრავი ანეკდოტის გმირი. დროთა განმავლობაში ის მსოფლიო ფოლკლორის საყვარელი გმირიც გახდა. ხუმარა და ენამოსწრებული, ზოგჯერ ბრძენია, ზოგჯერ მიამიტი, ზოგჯერ კი სულელიც, – ეს რას სასტიკი მბრძანებლების, მექრთამე მოსამართლეების, ცბიერი სამღვდელოებისა და გაუმაძღარი მდიდრების მხილებაში ეხმარება. „მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი“ სახალისოდ საკითხავი წიგნია, თან დაგაფიქრებთ კიდეც – ამ ეშმაკი და ჭკუამოსწრებული კაცის თავგადასავლები გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ მარცხსა და წარუმატებლობას.