„ლექსიკოლოგიისა და სემასიოლოგიის პრაქტიკუმი" შედგენილია პედაგოგიური ინსტიტუტების დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა ფაკულტეტის ქართული განყოფილების სტუდენტებისათვის. ცალკეული საკითხები და სავარჯიშო მასალა ძირითადად დალაგებულია ამ ფაკულტეტის ქართული ენის პროგრამისა და სახელმძღვანელოს მიხედვით. იგი გათვალისწინებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ პრაქტიკული მეცადინეობის დროს, სავარჯიშო-საილუსტრაციო მაგალითები უმთავრესად ამოკრებილია ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა ნაწარმოებებიდან, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან“ და პერიოდული პრესიდან.