წიგნში წარმოდგენილია საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წ. 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნა. მას თან ერთვის დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ეხება ქართველი ერის ისტორიის ორ ტრაგიკულ ეტაპს: რუსეთის იმპერიის მიერ 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების დარღვევას, რასაც მოჰყვა 1801 წ. განხორციელებული ანექსია და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წ. 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევას და 1921წ თებერვალ - მარტში საქართველოს შეიარაღებულ ინტერვენციას და ოკუპაციას.