წიგნი მეტად საჭირბოროტო თემას ეძღვნება. ბოლო დროს ადამიანები სულ უფრო ხშირად აწყდებიან ისეთ დამღუპველ მოვლენებს, როგორებიცაა კომპიუტერზე, თამაშსა და ნიკოტინზე დამოკიდებულება. თანამედროვე ბავშვები და მოზარდები, ტრადიციულ გართობასთან შედარებით, უპირატესობას თამბაქოს მოწევას, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და აზარტულ თამაშებს ანიჭებენ. როგორ შევაფასოთ ეს არჩევანი ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და მედიცინის თვალსაზრისით? რატომ ხდება ასე, რით გვემუქრება და რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ ამაზე? წიგნის ადრესატი მკითხველთა ფართო წრეა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც გულგრილნი არ არიან ჩვენი ახალგაზრდა თაობის ბედის მიმართ.