წინამდებარე ნაშრომში განხილულია ხობის მონასტრის ტერიტორიაზე 2008-2016 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას მიღებული კვლევის შედეგები. უტყუარადაა დადასტურებული, რომ ხობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა სივრცეებში ჯერ კიდევ მრავალი შენობა-ნაგებობის ნაშთის გამოვლენაა მოსალოდნელი, რომელთა ნაწილი გაცილებით ძველია ვიდრე დღეისათვის ხილული ტაძარი და სხვა ნაგებობანი.