ნაშრომი წარმოადგენს ძველი კოლხეთის ოთხი სამაროვნის (ერგეტა I-IV) პუბლიკაციას. სამეცნიერო მიმოქცევაში შემოდის კიდევ ერთი ჯგუფი ახალი არქეოლოგიური მასალისა, რომელიც ასახავს კოლხეთის მეურნეობის წამყვანი დარგების: მიწათმოქმედების და მეტალურგიის განვითარებას; კოლხების რელიგიურ წარმოდგენებს, ხელოვნებას; იძლევა სურათს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არსებული დემოგრაფიული ვითარების შესახებ ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის პირველ ნახევარში.