ნაშრომში შესწავლილია ქალის რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური როლი ისლამში (VII-X სს.) ქალის
სტატუსი წინაისლამურ ხანაში; ქალთა მონაწილეობა მუსლიმური თემის რელიგიურ ცხოვრებაში; ქალი ყურანსა და ჰადისებში;
ქალის ფაქტობრივი მდგომარეობა მუსლიმურ საზოგადოებაში, ქალის უფლებები და ვალდებულებები, ნაშრომში საგანგებო
განხილვის საგანს წარმოადგენს ქალისა და ხელისუფლების ურთიერთმიმართების საკითხი, რადგანაც ეს პრობლემა მუსლიმურ
აღმოსავლეთში დღესაც აქტუალურია და მთელი რიგი პრინციპული დებულებები მოითხოვს სერიოზულ კორექტივებს.