კონფესიის სოციალურ-სამართლებრივი სტატუსი – რელიგიის ინსტიტუციონალიზაციის მთავარი ასპექტია, რადგანაც ის განსაზღვრავს რელიგიისა და საზოგადოების, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს. წინამდებარე ნაშრომში ის განხილულია ორი ასპექტით: ერთი მხრივ, განხილულია რუსეთის იმპერიის კონფესიური პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში და სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციის ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები რეგიონის მუსლიმ სასულიერო წოდებასთან, ხოლო მეორე მხრივ, გაანალიზებულია თბილისის მუსლიმური თემისა და ისლამური ინსტიტუტების საქმიანობა. წინამდებარე ნაშრომში მონოგრაფიულადაა შესწავლილი 1801-1917 წლებში თბილისის მუსლიმური თემის პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.