წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველ ნაწილში, ვრცელი ფაქტოლოგიური მასალისა და უახლესი მონაცემების საფუძველზე, განხილულია თანამედროვე არაბულ ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თავისებურებები – არაბული ქვეყნების სახელმწიფო სისტემების ევოლუცია, ტრადიციისა და პოლიტიკური ურის როლი თანამედროვე პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირებაში, კონსტიტუციური განვითარების ცალკეული ისტორიული ეტაპები, პოლიტიკური ელიტის პრობლემები, არმიისა და ხელისუფლების ურთიერთმიმართების საკითხები, რეგიონის ქვეყნების ინდუსტრიის წამყვანი სფეროები და ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგობები, არაბული ნაციონალიზმი და ფუნდამენტალიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, გლობალიზაცია და ინტეგრაციული პროცესები. მეორე ნაწილი (ენციკლოპედიური ცნობარი) ქვეყანათმცოდნეობითი ხასიათისაა და შეიცავს აქტუალურ ინფორმაციას გეოგრაფიის, დემოგრაფიის, ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროში. ინფორმაცია თითოეულ ქვეყანაზე დაყოფილია ცალკეულ რუბრიკებად.