ნ. მარმა მოხსენება „მოგზაურობიდან თურქეთის ლაზეთში“ წაიკითხა 1910 წლის 21 მარტს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ისტორია-ფილოლოგიის განყოფილების სხდომაზე. მისი მოგზაურობის მიზანი იყო ჭანურ-ლაზური ენის შესწავლა, მოხსენების შესავალ ნაწილში მეცნიერი აღნიშნავს, რომ თურქებს ყოველთვის ეშინოდათ და აპროტესტებდნენ ქართველი მკვლევრების მოგზაურობას ისტორიულ შავშეთ-იმერხევსა თუ ტაო-კლარჯეთში.