,,ნაშრომში ძირითადად ვიყენებ კომპარატივისტულ და ჰერმენევტიკულ მეთოდებს; გარდა იმისა, რომ ეს ორი მეთოდი, ზოგადად, ყველაზე ეფექტურია ჰუმანიტარულ კვლევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო დიდ სამსახურს გასწევენ, რამდენადაც, წყაროების სპეციფიკის გათვალისწინებით, კვლევის მთავარი გამოწვევებია პოლიტიკური თეოლოგიის ქართული კონცეფციის კონტექსტების რეკონსტრუირება და ავტორთა შორის გაბმული შინაარსობრივი ჯაჭვის აღმოჩენა" – გიორგი ხუროშვილი.