ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ბერიკლდეების ნასახლარი

,,ალექსანდრე ჯავახიშვილი ყოველთვის უძველესი ისტორიის უძნელეს და ურთულეს საკითხებს იკვლევდა. მან შეისწავლა მრავალფენიანი ძეგლი – ბერიკლდეების ნამოსახლარი. ცხოვრება ნამოსახლარზე, ეტყობა, ენეოლითის ხანაში ჩაისახა და რამდენიმე ათასწლეულს გაგრძელებულა. მეცნიერი ჩვეული გატაცებით და სიბეჯითით იკვლევდა თითოეულ პერიოდს. ძალიან ძნელი იყო ამ ურთულესი ძეგლის მრავალსაუკუნოვან ცხოვრებაში გარკვევა. ბევრმა მეტად ძნელად ასახსნელმა საკითხმა იჩინა თავი. მეცნიერის დიდი მონდომების წყალობით გახდა შესაძლებელი ამ უნიკალური ძეგლის შესწავლა. ამ კვლევის მნიშვნელობა გასცდა ამიერკავკასიის და, საერთოდ, კავკასიის ფარგლებს. მას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს" – ოთარ ჯაფარიძე.