ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართული პოეტური მოდერნიზმის სათავეებთან

გამოცემის წელი2023
გამომცემლობამერიდიანი
რედაქტორიმარინე ტურავა

,,ქართული პოეტური მოდერნიზმი ჩვენი მწერლობის ერთ-ერთი განსაკუთრებული, ცოცხალი, მრავალმხრივი, ძიებებითა და ნოვაციებით სავსე პროცესია, რომელმაც, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მაინც განსაზღვრა ქართული ლიტერატურის მთავარი ტენდენციები მთელი საუკუნის მანძილზე. შორენა ჯიშკარიანის საკვალიფიკაციო ნაშრომში სწორედ ეს პროცესია ნაჩვენები ამ ჭრილში გაცოცხლებული და წარმოჩენილია მეტ-ნაკლებად მივიწყებული სამი თავისთავადი, საინტერესო ავტორი, რომელთაც სათავე დაუდეს მოდერნიზმს ქართულ მწერლობაში. გაანალიზებულია ამ პოეტების შემოქმედების ნიმუშები, რომლებშიც ნათლად ჩანს მოდერნიზმის კულტურის, კერძოდ, პოეზიის, სიახლეები, ნოვატორული ძიებანი, ეპოქის ობერტონები. მოდერნისტული განწყობებია ის უმთავრესი ღირებულება, მთავარი კონცეპტი, რაც აერთიანებთ ამ ავტორებს. შანშიაშვილი – სიმბოლიზმის აკვნის დამრწევი, მივიწყებული ფორმების გამცოცხლებელი, აბაშელი – მზის ენერგიის მატარებელი პოეტი და ცეცხლაძე – ნოვატორული და მრავალფეროვანი ფორმებისა და სახეების მაძიებელი შემოქმედი – სწორედ ამ რაკურსით არიან დანახული და რეფლექსირებულ/შესწავლილი".