ნაშრომში წერილობით, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ენათმეცნიერულ და ფოლკლორული მასალების საფუძველზე, საბჭოური ისტორიოგრაფიის მიღწევათა გათვალისწინებით, შესწავლილია დასავლეთ საქართველოს ქართველ მთიელთა ურთიერთობა ჩრდილოეთ-კავკასიელ ყარაჩაელებთან და ბალყარელებთან. გაშუქებულია აღნიშნულ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის შედეგად ეთნიკური ინფილტრაციისა და კულტურულ მონაპოვართა სასიკეთო ზეგავლენა.