მონოგრაფია შეისწავლის ქართული რადიოს ტრანსფორმაციას ქვეყნის ისტორიული ტურბულენტობის ხანაში, ძირითადად, 1979-2009 წლები. ავტორი გვთავაზობს უნიკალურ ფაქტებს საქართველოს რადიოში გატარებული შემოქმედებითი ცვლილებებისა და რეფორმების შესახებ, რისი თვითმხილველი და მონაწილეცაა თავად. ასევე განიხილავს რადიოს შექმნის თავისებურებებსა და ისტორიულ მნიშვნელობას, აანალიზებს თანამედროვე გამოწვევებს და გამოკვეთს რადიოს სამომავლო პერსპექტივებს.