ნაშრომში გამოყენებულია ზოგადმეცნიერული – ისტორიული, ლოგიკური, სისტემური მეთოდები, აგრეთვე, კვლევის სპეციალური – სოციალურ-იურიდიული, ნორმატიულ-დოგმატური და კომპარატივისტული მეთოდები. მითითებული მეთოდების
საშუალებით განხორციელდა გამოსაყენებელ ნორმათა სისტემატიზაცია და მათი იურიდიული შეფასება – შინაარსის დადგენა, განიმარტა სამართლის ნორმები და კომპარატივისტული კვლევით სხვადასხვა სამართლებრივი ინსტიტუტი შედარებულ
იქნა როგორც საერთო სამართლის,ისე კონტინენტური ევროპის ქვეყნების შესაბამის ინსტიტუტებთან.