აფხაზეთის კონფლიქტის აღწერა და ინტერპრეტაცია, როგორც წესი, სხვადასხვა სტერეოტიპის საფუძველზე ხდება: ქართული, აფხაზური, რუსული, დასავლური. ამ ნაშრომის ავტორი ცდილობს შეგნებულად დაუპირისპირდეს ამ სტერეოტიპებს და აფხაზეთის კონფლიქტის ძირებისა და მნიშვნელობის საკუთარი გაგება ჩამოაყალიბოს. იგი იხილავს როგორც „ეთნიკური კონფლიქტის“ სხვადასხვა თანამედროვე თეორიას, ისე საკუთრივ აფხაზეთის კონფლიქტის ეტაპებსა და ასპექტებს.