საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული და ისტორიული შინაარსის საბავშვო ნაწარმოებების კრებული, რომელთა აღმზრდელობითი მნიშვნელობა და ემოციური ზემოქმედების ძალა განუზომელია, იაკობ გოგებაშვილმა ეს წიგნი შეადგინა ერთგვარად დამატებით სახელმძღვანელოდ ბავშვებისათვის, სახელმძღვანელოს შედგენის პრინციპი უკიდურესად თანამედროვეა განათლების უახლესი მეთოდების გათვალისწინებითაც კი, რაც მიუთითებს იაკობ გოგებაშვილის საოცარ რეფორმატორულ ნიჭსა და შესაძლებლობებზე.