წინამდებარე გამოცემა მიეკუთვნება სასწავლო-მეთოდოლოგიურ დამხმარე სახელმძღვანელოს და ერთ-ერთი პირველი მცდელობაა ქართულ ენაზე ამ ტიპის გამოცემისა სასცენო მოძრაობაში. წიგნი საინტერესო იქნება, როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის, ასევე მსახიობის ოსტატობითა და თეატრით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.