ვან გოგის წერილები ხსნის და განმარტავს მის საკვირველ ფერწერას, სიტყვასიტყვით მოგვითხრობს, როგორ იქმნებოდა ვან გოგის თითოეული შედევრი, გვაცნობს მის აზრებს მხატვრობაზე, ლიტერატურაზე და მუსიკაზეც კი. ვინსენტი წერილებს, ძირითადად, უმცროს ძმას – თეოს სწერდა, ვისი ნივთიერი თუ მორალური მხარდაჭერითაც შეძლო თავისი საოცარი ხილვები ტილოებზე გადაეტანა და შეექმნა, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, ადამიანთა მანუგეშებელი სურათები. თეოსთან მინაწერი წერილები მოიცავს ვინსენტის ცხოვრებისა და შემოქმედების ორივე პერიოდს – ჰოლანდიურსა და ფრანგულს.