ნაშრომში პირველადაა მოცემული მთლიანი მოცულობით და დეტალურად შესწავლილი ადრე-და შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის ყორღნულ სამარხთა კომპლექსები, რომლებიც ბ. კუფტინის ხელმძღვანელობით გათხრილ იქნა 1936-1941 და 1947 წწ. ავტორი გვთავაზობს რიგ ახალსა თუ დაზუსტებულ თარიღებს და განსაზღვრებს. ნაშრომში დადგენილია თრიალეთის კულტურის ძირითად ელემენტთა გენეტიკური კავშირი წინამორბედ ადრებრინჯაოს ხანის ამიერკავკასიურ (ე. წ. „მტკვარ-არაქსის“) კულტურასთან, გამოვლენილია თრიალეთის ინტენსიური კულტურული კავშირები გარეშე სამყაროსთან.