ქრესტომათიაში შეტანილია ძველი აღმოსავლეთის თითქმის ყველა ძირითადი რეგიონიდან (შუამდინარეთი, ეგვიპტე, მცირე
აზია, ირანი, ინდოეთი) მომდინარე ტექსტების თარგმანები. ტექსტები ქართულად თარგმნილია დედანთა ენიდან - შუმერულიდან, აქადურიდან (ასურულ-ბაბილონურიდან), ძველი ეგვიპტურიდან, ხეთურიდან, ლუვიური (ხეთური) იეროგლიფურიდან, ხურიტულიდან, ურარტულიდან, ძველი სპარსულიდან, ძველი ინდურიდან, ძველი ბერძნულიდან. ისტორიულ-პოლიტიკური, სოციაღურ–ეკონომიკურ,ი სამართლებრივი, ლიტერატურულ-მითოლოგიური შინაარსის ტექსტები ძვ. წ. III–I ათასწლეულების დროინდელია.