ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

გიყვარდეს ის, რაც არის

გამოცემის წელი2022
გამომცემლობაპალიტრა L

,,რევოლუციური პროცესი სახელად „სამუშაო“ არის კონკრეტულ პრობლემასთან მისადაგებული ოთხი მარტივი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ, სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენ წინ აღმართული დაბრკოლებები. როგორც ქეითი ამბობს „თვით პრობლემა კი არ არის ჩვენი გასაჭირის საფუძველი, არამედ _ ჩვენი ფიქრი ამ პრობლემაზე“. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მტკივნეული ფიქრისგან გათავისუფლების მცდელობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს; ნაცვლად ამისა, როცა „სამუშაოს“ შევასრულებთ, ფიქრისგან თავისთავად გავთავისუფლდებით. სწორედ ამ მომენტიდან შევძლებთ გვიყვარდეს ის, რაც არის. ეს წიგნი კონკრეტული, მეტყველი მაგალითებით დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ რევოლუციური პროცესი. გაიგებთ, როგორ მუშაობენ ქეითისთან ერთად ადამიანები ურთიერთობებთან, სამსახურთან, შიშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. „სამუშაოს“ დასრულების შემდეგ ისინი მშვიდდებიან და პოულობენ ენერგიას მოქმედებისთვის იმ სიტუაციებშიც კი, რომლებიც აქამდე გადაულახავი ეგონათ.