„მეილები ავღანეთზე“ რატი მუჯირის მეორე წიგნია და ის ჟურნალისტის პირველი ტექსტის „ჩემი სირიელი თარჯიმნის“ ერთგვარი გაგრძელებაა. რეალური ფაქტები და შიშველი ნატურალიზმი – ავღანეთის თემაზე შექმნილი უამრავი მხატვრული ტექსტის თუ ეკრანიზაციის შემდეგ რატი მუჯირი მისთვის დამახასიათებელი იუმორითა და თვითირონიით ჰყვება რეალურ ფაქტებს ომის სისასტიკეზე, ადამიანების ტრაგედიებზე, ზოოფილიასა და პედოფილიაზე. როგორ ცხოვრობენ ომში ავღანელები, როგორია ქართული სამშვიდობო მისიის როლი საერთაშორისო ოპერაციაში, რას აკეთებდნენ კოალიციური ძალები ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში. ამბები, რასაც ავტორი აღწერს, ძირითადად 2010-2013 წლებში მოხდა, თუმცა თვითონ ტექსტი 2019-2020 წლებშია დაწერილი. წიგნში რეალობა და წარმოსახვა ბუნებრივად ცვლის ერთმანეთს და საბოლოოდ ერთ მთლიან ემოციურ და ნამდვილ ამბად ყალიბდება.