წინამდებარე ნაშრომში განხილულია ახლო აღმოსავლეთთან საქართველოს ურთიერთობის საინტერესო საკითხები – ქართველი პოლიტიკოსების ბრძოლებისა და დიპლომატიური საქმიანობის ეპიზოდები ახლო აღმოსავლეთში. ზოგიერთი საკითხით პირველად არის აღძრული; გამოყენებულია ახალი ევროპული და რუსული წყაროები; ავტორი წარმოგვიდგენს უცხოეთში მყოფი ქართველი მოღვაწეების მეგობრულ ურთიერთობას რუსეთთან; ნაჩვენები რუსეთის საგარეო პოლიტიკის პროგრესული მნიშვნელობა ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.
პრობლემის – „საქართველო ღა აღმოსავლეთი“ – ყველა ასპექტი, ავტორისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წიგნში არ არის გაშუქებული, მაგრამ იგი რამდენადმე მაინც შეუწყობს სელს აღმოსავლეთის საკითხის გენეზისის შესწავლას, ჩვენ ძირითადად ვაშუქებთ ქართული წარმოშობის მოხელეთა ბიოგრაფიებს ოსმალეთს» და ირანში.