წინამდებარე ნაშრომი სამეცნიერო-მხატვრული ესეების კრებულია. პროფესორები დინარა კასრაძე, თამარ ხვედელიანი, მინდია კასრაძე და ალექსანდრე თავართქილაძე განიხილავენ ბავშვებსა და მოზარდებზე ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური მავნე გავლენების (სტრესების, ჰომოტოქსინების) მატერიულ, ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ასპექტებს. ავტორები აანალიზებენ აღნიშნულ ჰომოტოქსინთა ზემოქმედების პათოლოგიურ (ავადმყოფურ) საფუძვლებს და, შედეგად, ფსიქო-ემოციური თუ სომატური (სხეულებრივი) სტატუსის ცვლილებებს მზარდ ორგანიზმში.