სახელმძღვანელოში განხილულია ნიადაგის გეოგრაფიის და, საერთოდ, ნიადაგმცოდნეობის საგანი და ამოცანები; გაშუქებულია გეოგრაფიული გარემოს კომპონენტების, როგორც ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების, მნიშვნელობა; მოცემულია ნიადაგის მყარი, თხიერი და გაზისებრი ფაზის შედგენილობის და თვისებების დახასიათება; გაშუქებულია ნიადაგების კლასიფიკაციის პრინციპები. საქართველოს ძირითადი ნიადაგების გეოგრაფიის, გენეზისის და თვისებების აღწერის საფუძველზე გაანალიზებულია მათი გავრცელების კანონზომიერებანი და ნიადაგური საფრის შენების ორგანიზაცია; მოცემულია წარმოდგენა მსოფლიოს ნიადაგურ რესურსებზე, ნიადაგის დაცვასა და მელიორაციაზე.