„„საქართველო - ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმია ღია ცის ქვეშ”. ასე უწოდა ქვეყანას ნიადაგმცოდნეობის ფუძემდებელმა პროფესორმა ვასილ დოკუჩაევმა ჯერ კიდევ მე-X1X საუკუნის ბოლოს. საქართველოში გავრცელებულია ევროპის ყველა ნიადაგი. უფრო მეტიც, გავრცელებულია ისეთი ნიადაგიც, რომელიც არ არის ევროპაში. ნიადაგების წარმოქმნას და განვითარებას ესაჭიროება ნიადაგწარმომქნელი ფაქტორები. მათი რიცხვი შეზღუდულია, სულ ხუთია - დედაქანი, რელიეფი, კლიმატი, ორგანიზმები და ასაკი (დრო). ძნელია მოიძებნოს სხვა ქვეყანა, სადაც ესოდენ მოკლე მანძილზე იყოს ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების შეხამების (კომბინაციების) ესოდენ ხშირი ცვლა. სწორედ ამის გამო გვაქვს ნიადაგების გამორჩეული სიჭრელე".