ბორის პასტერნაკის მიმოწერა ქართველ მეგობრებთან და მათ ოჯახებთან XX საუკუნის ეპისტოლური ჟანრის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. თითქოს ეს არის პირადი მიმოწერა რამდენიმე ადამიანისა იმ ფაქტებითა და მოვლენებით, რომლებიც მხოლოდ მიმოწერის მონაწილეთათვისაა გასაგები. თუმცა ეს მიმოწერა მსოფლიოს მრავალ ენაზე გამოიცა, რამდენადაც მასში თანალმობის შესაძლებლობათა მწვერვალები გამოვლინდა და ის იქცა გამბედაობის, ნათელ გრძნობათა რწმენის ნიმუშად.