ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

თავადის ასული ტარაკანოვა და პრინცესა ვლადიმირსკაია

მთარგმნელისოსო პაიჭაძე
გამოცემის წელი1990
გამომცემლობამერანი

,,დოკუმენტური მოთხრობა „თავადის ასული ტარაკანოვა და პრინცესა ვლადიმირსკაია“ გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოქვეყნდა, მაშინ, როცა ცენზურის ერთგვარი შერბილების წყალობით პრესაში გამოჩნდა ფართო საზოგადოებისათვის მანამდე დაფარული ისტორიული დოკუმენტები, და ახლო წარსულის მრავალი მიჩქმალული ფაქტი, ხალხში რომ ლეგენდებად იყო გავრცელებული, ყველასათვის ცნობილი გახდა. ერთ-ერთ ასეთ ლეგენდად ქცეულ ისტორიულ ფაქტზეა დაფუძნებული „თავადის ასული ტარაკანოვაც". შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ავტორის უმთავრესი სურვილია, დოკუმენტებსა და თანამედროვეთა მოგონებებზე დაყრდნობით ნათელჰყოს საიდუმლოებით მოცული ავანტურისტი ქალის ჭეშმარიტი თავგადასავალი, ერთმანეთისაგან განასხვავოს ლეგენდა და სინამდვილე. და მართლაც, ამას იგი შესანიშნავად ახერხებს. მაგრამ ძნელი აღსაქმელი არ არის ნაწარმოების პუბლიცისტური საფანელიც".