მონოგრაფიაში წარმოდგენილია კოსოვოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიულ-შედარებითი ანალიზის კვლევის მცდელობა. აღნიშნული საკითხი, დღეისათვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 13 წლის შემდეგ კვლავაც აქტუალურია, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში. ამასთან, თვალში საცემია საკვლევი თემის ირგვლივ ქართულენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციების დეფიციტი, უცხოური გამოცემების ხარვეზად კი, ქართული დოკუმენტური და სამეცნიერო მასალების წვდომის პრობლემურობა რჩება.