წიგნი ძირითადად მეთოდური და მეთოდოლოგიური ხასიათისაა, რაც წარმოდგენილი მასალის ათვისებას აიოლებს. ფინანსები, სალექციო კურსში, აქციონერების სიმდიდრის მაქსიმიზაციის თვალსაზრისით განიხილება. ის კლასიკურ სტილშია დაწერილი,
შედგება ცხრა თავისაგან. ცალკეული თავის სტრუქტურა ლოგიკურად არის აგებული. ყოველი თავი იწყება მოკლე ანოტაციით და სრულდება რეზიუმეთი. განკუთვნილია სტუდენტებისათვის და იმავდროულად გამოადგება მენეჯერებს, პროფესორ-მასწავლებლებს და იმათაც ვისაც საკუთარი საქმის წამოწყება სურთ.