ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში : სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა

გამოცემის წელი2016
გამომცემლობაარტანუჯი
რედაქტორიგრიგოლ ბერაძე

ყაჯარული პერიოდის (1794-1925) სპარსული სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა უაღრესად საყურადღებოა როგორც ლიტერატურული, ისე ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და კულტუროლოგიური თვალსაზრისით. საინტერესოა ის საქართველოს ახალი ისტორიის მკვლევართათვისაც, ვინაიდან საქართველოს თემას ამ ლიტერატურაში გარკვეული ადგილი უჭირავს. წინამდებარე წიგნი აღნიშნული პერიოდის სპარსული სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურის საქართველოსთან დაკავშირებული ეპიზოდების თარგმანების შეძლებისდაგვარად სრული კრებულის შექმნის მცდელობას წარმოადგენს. შესწავლილია 63 თხზულება, რომლებიც მეტად თუ ნაკლებად ეხება საქართველოს ან ქართველებს და ნათარგმნია შესაბამისი ნაწილები. ამ თხზულებათაგან ხუთი შუა აზიელ სპარსულენოვან ავტორებს ეკუთვნის, ამიტომ ისინი წიგნში დანართის სახითაა შესული. მეორე დანართში კი გაერთიანდა ყაჯართა პერიოდის სპარსულენოვანი პოეტების საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსების თარგმანები.