„გურიის თავადთა და აზნაურთა წოდებას მიკუთვნებულ პირთა სახელდებითი საოჯახო სია“, რომელიც 1850 წლით თარიღდება, მრავალ საგულისხმო ცნობას შეიცავს გასული საუკუნის საქართველოს ერთი კუთხის სოციალური სტრუქტურის შესახებ. იგი უთუოდ საინტერესოა არა მხოლოდ ისტორიკოსების, დემოგრაფების, ლიტერატორების, სოციოლოგებისა და ონომასტიკოსთათვის, არამედ მკითხველთა ფართო წრისათვისაც.