ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჯოისის ლაბირინთი

გამოცემის წელი2018
გამომცემლობაარტანუჯი

თემურ გაბუნიას „ჯოისის ლაბირინთი“ ესაა წიგნი იმ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რომელიც გამოცანად რჩებოდა თაობებისთვის. ავტორი ეყრდნობა სხვადასხვა წყაროს, უმთავრესად კი რიჩარდ ელმანის ბიოგრაფიულ თხზულებასა და ჯოისის პირად წერილებს. გაბუნიას კვლევის მიზანია „ულისე“ გაანალიზდეს, როგორც „სხეულის ნაწილების შესახებ დაწერილი ეპოსი“. ავტორი ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებას განიხილავს სხვადასხვა ეპოქის მწერალთა – დანტე ალიგიერის, ჯოვანი ბოკაჩოს, თომას მანისა და სხვათა – შემოქმედების ფონზე. ეს კვლევა ჯოისის ამოუცნობი სამყაროსა და „ულისეს“, როგორც რომანი-მისტერიის, ახალი კუთხით გადააზრების მცდელობაა.