კრებულში – „ახალი ქართული ლიტერატურის. საკითხები“ (VI) განხილულია XIX საუკუნის ქართული მწერლობის ნაკლებად შესწავლილი, საინტერესო საკითხები. კრებულში წარმოდგენილია ნარკვევები მიხეილ ბარათაშვილისა და ფილადელფოს კიკნაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ნ. ნიკოლაძის ლიტერატურულ-ესთეტიკურ შეხედულებებსა და მის მონაწილეობაზე XIX საუკუნის 70-იანი წლების რუსულ პერიოდიკაში, გ. წერეთლის ლიტერატურულ-კრიტიკულ მოღვაწეობაზე გაზ. „კვალში", ალ. ყაზბეგის შემოქმედების თავისებურებებზე, XIX საუკუნის ქართული სალიტერატურო კრიტიკის ისტორიის ცალკეულ საკითხებზე და სხვა.