წიგნში განხილულია თანამედროვე ენათმეცნიერების ზოგადი პრობლემატიკა: ენობრივი სისტემის სემიოტიკური ასპექტები, სინქრონიული და დიაქრონიული ანალიზის უახლესი პრინციპები და მეთოდები, ბუნებრივ ენათა ტაქსონომიური და წარმომშობი მოდელები, მსოფლიოს ენათა განსხვავებულ ლინგვისტურ ტიპებად კლასიფიკაციის საფუძვლები, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების თეორიული წანამძღვრები და ენობრივი რეკონსტრუქციის თანამედროვე კონცეფციები: გამოყენებითი ენათმეცნიერების ძირითადი საკითხები.